Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას, მიაღწიოს იმ ექსტრემისტული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას, მიაღწიოს იმ ექსტრემისტული
დაჯგუფებების დაშლას, რომლებიც აფერხებენ მშვიდობის დამყარებას ახლოაღმოსავლეთში. ტეხასის შტატში გამოსვლიდ დროს სამშაბათს, ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ პალესტინელებს მშვიდობის მისაღწევად აუცილებლად სჭირდებათ ამერიკის შეერთებულ შატებთან და სხვა საერთაშორისო შუამავლებთან თანამშრომლობა. ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებმა უახლოეს ხანებში უნდა განიხილონ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანსაპიროზე მდებარე ორი ქალაქიდან - კალკილიიდან და იერიქონიდან ისრაელის ჯარის გამოყვანის პირობები. ამ საკითხის შესახებ კვირას გამართულ მოლაპარაკებებზე, ისრაელი და პალესტინა შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. პალესტინელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ჯარების გაყვანის გარდა ისრაელმა მოხსნას ყველა ბლოკ-საგუშაგო იერიქონსა და კალკილიის დამაკავშირებელ გზაზე, რასაც ისრაელი არ ეთანხმება.
XS
SM
MD
LG