Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი


ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლის მიუხედავად გერმანია-იტალიის ურთიერთობა არ გაუარესებულა,

ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლის მიუხედავად გერმანია-იტალიის ურთიერთობა არ გაუარესებულა,
-ასე მიაჩნიათ გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის. მათი შეხვედრა დღეს გაიმართა იტალიის ქალაქ ვერონაში - პირველად გასული ივლისის შემდეგ, როცა ევროპარლამენტში შეკამათება მოხდა ბერლუსკონისა და გერმანელ დეპუტატს შორის, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის მცველს შეადარა. ბერლუსკონის არ მოუბოდიშებია ოფიციალურად. მოგივანებით, იტალიის ტურიზმის მინისტრი გერმანელების მისამართით შეურაცმყოფელი განცხადებით გამოვიდა, რის გამოც შრიოდერმა იტალიაში დაგეგმილი შვებულება გააუქმა. თუმცა მას შემდეგ, მხარეები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG