Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე


ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკების პირველმა რაუნდმა კონსტრუქციულად ჩაიარა.

ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკების პირველმა რაუნდმა კონსტრუქციულად ჩაიარა.
ამის შესახებ განაცხადეს სამხრეთი კორეის წარმომადგენლებმა პეკინში, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინეთის, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთი კორეის, შერთებული შტატების, რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლები თათბირობენ, როგორ დაძლიონ კრიზისი, რომელიც შეიქმნა მას მერე, რაც ფხენიანმა გადაწყვიტა, განეახლებინა ბირთვული იარაღის პროგრამა. შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთი კორეა მოითხოვენ პროგრამის გაუქმებას. თავის მხრივ, ჩრდილო კორეა უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG