Accessibility links

1 სექტემბერიდან ევროპის რიგი ქვეყნების


1 სექტემბერიდან ევროპის რიგი ქვეყნების ჰუმანიტარული ტვირთები ავღანეთს TRACECA-ს მარშრუტით საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება.

1 სექტემბერიდან ევროპის რიგი ქვეყნების ჰუმანიტარული ტვირთები ავღანეთს TRACECA-ს მარშრუტით საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება.
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრზე, მერაბ ადეიშვილზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ადეიშვილის თქმით, 900 ტონა ხორბლით დატვირთული ავტოქარავანი სექტემბრის შუა რიცხვებში რუმინეთიდან საქართველოში ჩავა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის გავლით, ოქტომბრის დამდეგს, ქაბულში ჩაიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას. როგორც ადეიშვილმა განმარტა, ეს სარეკლამო აქციაა, რის შემდეგაც TRACECA-ს მარშრუტით, რკინიგზით ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყება.
XS
SM
MD
LG