Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების წარმომადგენლები


ერაყში შეერთებული შტატების ჯარების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკანასკნელი ხუთი კვირის მანძილზე მანქანაში ჩადებულ მეხუთე ბომბს

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკანასკნელი ხუთი კვირის მანძილზე მანქანაში ჩადებულ მეხუთე ბომბს
ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ არბილში ემსხვერპლა ერთი ადამიანის სიცოცხლე და დაიჭრა 53, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ექვსი თანამშრომელი. ბომბი აფეთქდა გუშინ საღამოს ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე. გუშინვე მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტში 68-ე ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ერაყში, ბრძოლებში, მას მერე, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1-ლ მაისს სამხედრო მოქმედებების დასრულება გამოაცხადა. კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG