Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ვიზიტით იმყოფება ბაღდადში,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ვიზიტით იმყოფება ბაღდადში,
ერაყელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებას მართავს ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ერაყის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰოშიარ ზებარისთან შეხვედრის შემდეგ პაუელმა თქვა, რომ აშშ იმედით მოელის ერაყის ახალი კონსტიტუციის შექმნას, რაც - მისივე სიტყვებით - ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების საწინდარი იქნება. ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისთანავე აშშ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას თავად ერაყელ ხალხს გადააბარებს. პაუელის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ მომავალი წლის მიწურულისთვის ერაყი სუვერენული ქვეყანა იქნება, თუმცა, როგორც მინისტრმა დასძინა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობაზე. დღეს ქალაქ ფალუჯაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG