Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიელებმა იზეიმეს გუშინდელ რეფერენდუმში ლატვიის


ლატვიელებმა იზეიმეს გუშინდელ რეფერენდუმში ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.

ლატვიელებმა იზეიმეს გუშინდელ რეფერენდუმში ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრი ეინარს რეპსე მიესალმა დღეს დილას რიგის ცენტრში შეკრებილ 2 000-მდე ახალგაზრდას. რეფერენდუმში ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანებას მიემხრო ამომრჩეველთა 67 პროცენტი, წინააღმდეგი იყო 32. კენჭისყრაში ელექტორატის 72 პოცენტზე მეტი მონაწილეობდა. ამ რეფერენდუმით დამთავრდა კენჭისყრების სერია ათ ქვეყანაში, რომელთაც ევროკავშირში, გეგმის მიხედვით, 2004 წლის მაისში მიიღებენ. დღეს ლატვიას ევროკომისიამ მიულოცა რეფერენდუმის შედეგი. კომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელები ძალიან გაახარა ლატვიელების გადაწყვეტილებამ. სიხარული არ დაუმალავს არც ლატვიის პრეზიდენტ ვაირე ვიკე-ფრაიბერგას: [ვიკე-ფრაიბერგას ხმა]
"ლატვიისათვის ეს ნიშნავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წერტილის დასმას, და ევროპის რუქაზე მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტით გაჩენილი დაყოფის საბოლოოდ მოსპობას. ეს არის ჩვენი კანონიერი ადგილი ევროპაში", თქვა ვიკე-ფრაიბერგამ. ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინგრიდა უდრესი კი 21-24 სექტემბერს თბილისში სტუმრობს.
XS
SM
MD
LG