Accessibility links

logo-print

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა


თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სახალხო-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრისთვის გამოტანილი განაჩენი;

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სახალხო-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრისთვის გამოტანილი განაჩენი;
პარტიისა, რომელიც ქურთი მოსახლეობის ინტერესებს იცავს. ადრე ეს პოლიტიკოსები დაადანაშაულეს საბუთების გაყალბებაში, რამაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში სახალხო-დემოკრატიული პარტიის მონაწილეობა უზრუნველყო. მაშინ პარტიამ, რომელსაც ორმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, პარლამენტში მოხვედრისათვის აუცილებელი ათპროცენტიანი ზღუდე ვერ გადალახა. თუ საარჩევნო კომისია ხსენებული პარტიისათვის მიცემული ბიულეტენების გაუქმებას გადაწყვეტს, თურქეთის მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ შესაძლოა უმრავლესობა დაკარგოს პარლამენტში.
XS
SM
MD
LG