Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში გაიმართა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების


ჩეჩნეთში გაიმართა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.

ჩეჩნეთში გაიმართა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტი - ეს კი რუსეთში ჩვეულზე გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის მთავრობა არჩევნებს მიიჩნევს ომით გაჩანაგებულ რესპუბლიკაში სტაბილიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად. როგორც ვარაუდობენ, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან გამარჯვებას მოიპოვებს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის მეთაური ახმად კადიროვი, რომლის ყველა სერიოზული მეტოქე კენჭისყრამდე გამოეთიშა პაექრობას: ზოგმა კანდიდატურა მოხსნა, ზოგი დისკვალიფიცირებული იქნა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საარჩევნო პროცესს არასამართლიანად მიიჩნევენ, ჩეჩენი მეამბოხეები მას ფარსს უწოდებენ. კვირას კადიროვმა დაადასტურა, რომ არ აპირებს, მოელაპარაკოს ასლან მასხადოვს, ჩეჩნეთში კანონიერად არჩეულ ბოლო პრეზიდენტს. კადიროვმა განაცხადა აგრეთვე, რომ არ არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის "მარიონეტი". ჩეჩნეთში აღრიცხულია 561 000-მდე ამომრჩეველი. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული 420-ზე მეტი საარჩევნო უბნის დაცვა 15 000-მდე უშიშროების მუშაკს ევალებოდა.
XS
SM
MD
LG