Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყში სადამ ჰუსეინის


აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყში სადამ ჰუსეინის რაჟიმის დამხობიდან ნახევარი წლის თავზე ერაყის რეკონსტრუქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისა და იაპონიის აღდგენას შეადარა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყში სადამ ჰუსეინის რაჟიმის დამხობიდან ნახევარი წლის თავზე ერაყის რეკონსტრუქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისა და იაპონიის აღდგენას შეადარა.
ჯორჯ ბუშმა ნიუ ჰემფშირის შტატში სამხედრო მოსამსახურეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საინფორმაციო საშუალებების მიერ ერაყში ნეგატიურ ინციდენტებზე ყურადღების გამახვილება არასწორ შთაბეჭდილებას უქმნის საზოგადოებას. ასევე ბუშის თქმით, ანტიამერიკულ ძალებს ერაყში ქვეყნის ქაოსში ჩაფლობა სურთ, მაგრამ ამერიკა წარმატებით დაამთავრებს დაწყებულ საქმეს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ამერიკის ყოველი გამოცდა ცხადჰყოფს მის ხასიათს. და ბოლო ორი წლის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ შეიტანს ეჭვს ამერიკელი ხალხის ხასიათის სიმტკიცესა და ძლიერებაში". ერაყიდან ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, სამმა თავდასხმამ სულ ცოტა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათგან ორი იერიში ბაღდადში, ერთი კი ბაღდადიდან 60 კილომეტრში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG