Accessibility links

logo-print

ირანელმა ადამიანის უფლებების დამცველმა, მშვიდობის


ირანელმა ადამიანის უფლებების დამცველმა, მშვიდობის დარგში წლევანდელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადიმ თავისი ქვეყნის მთავრობას მოუწოდა,

ირანელმა ადამიანის უფლებების დამცველმა, მშვიდობის დარგში წლევანდელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადიმ თავისი ქვეყნის მთავრობას მოუწოდა,
გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც იგი პარიზიდან ჩავიდა, ებადიმ თქვა, რომ არ აპირებს პოლიტიკოსობას. მას გადაწყვეტილი აქვს, დარჩეს ის, რაც აქამდე იყო - იურისტი, ადამიანის უფლებების დამცველი. ამავე პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ის, ვინც ისლამის სახელით იდენს დანაშაულს, ბოროტად იყენებს ისლამს. [ებადის ხმა] "როცა კი ისლამის სახელით კლავენ ვინმეს, იცოდეთ, რომ ისინი ამით ისლამს ხელყოფენ. ისლამი მშვიდობისა და თანასწორობის რელიგია არის".
XS
SM
MD
LG