Accessibility links

logo-print

ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო სამშვიდობო ძალების


ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მეთაურმა, გენერალმა გიოტც გლიმეროტმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია ქაბულის დემილიტარიზაცია.

ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მეთაურმა, გენერალმა გიოტც გლიმეროტმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია ქაბულის დემილიტარიზაცია.
გენერალ გლიმეროტს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთის ალიანსის მძიმე შეიარაღება გატანილ უნდა იქნეს ავღანეთის დედაქალაქიდან. გენერალმა აღნიშნა, რომ ქაბულის დემილიტარიზაცია გათვალისწინებულია ბონში 2001 წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით, რამაც ჰამიდ კარზაის მთავრობა მოიყვანა ხელისუფლების სათავეში. ავღანეთის ხელისუფლებას ამ კვირაში განზრახული აქვს რეგიონალური საველე მეთაურების შეიარაღებული რაზმების განიარაღება. ეს რაზმები ასი ათასამდე მებრძოლს ითვლის.
XS
SM
MD
LG