Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი სახაროვის პრემია, რომელიც ევროპის


ანდრეი სახაროვის პრემია, რომელიც ევროპის პარლამენტმა დააარსა, წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიენიჭა როგორც

ანდრეი სახაროვის პრემია, რომელიც ევროპის პარლამენტმა დააარსა, წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიენიჭა როგორც
ევროპარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, დეპუტატებმა ამით პატივი მიაგეს ერაყში გაეროს საგანგებო დესპანის, სერჯიუ ვიეირა დი მელიოს სხოვნას. დი მელიო აგვისტოში დაიღუპა ბაღდადში მომხდარი ტერორისტული აფეთქების შედეგად. მოელიან, რომ პრემიის გადაცემის ცერემონია იანვრის დასაწყისში გაიმართება ბრიუსელში გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის სტუმრობის დროს. ანდრეი სახაროვის პრემია 1988 წლიდან კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ენიჭება ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობრივი თავისუფლებებისათვის ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
XS
SM
MD
LG