Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარმა 3 მაღალსართულიანი სახლი


ისრაელის ჯარმა 3 მაღალსართულიანი სახლი დაანგრია კვირას ღაზის სექტორში, თუმცა მანამდე 2000-დე პალესტინელი,

ისრაელის ჯარმა 3 მაღალსართულიანი სახლი დაანგრია კვირას ღაზის სექტორში, თუმცა მანამდე 2000-დე პალესტინელი,
რომლებიც ამ სახლებში ბინადრობდნენ, სამხედროების მიერ იქნა ევაკუირებული. გაეროს წარგზავნილმა ახლო აღმოსავლეთში ტერიე როდ-ლარსენმა დაგმო საცხოვრებელი სახლების დანგრევა და განაცხადა, რომ ისრაელმა სამხედროებმა ამით საერთაშორისო კანონი დაარღვიეს. იუწყებიან, რომ პალესტინელ ესქტრემისტთა დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრთან, რათა ჰამასმა შეწყვიტოს ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმა.
XS
SM
MD
LG