Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს, შებინდებისას, სულ ცოტა ერთი


ხუთშაბათს, შებინდებისას, სულ ცოტა ერთი ადამიანი იქნა მოკლული ბაღდადის ძველ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად,

ხუთშაბათს, შებინდებისას, სულ ცოტა ერთი ადამიანი იქნა მოკლული ბაღდადის ძველ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად,
რასაც ხანძარი მოჰყვა. ერაყის პოლიციის ცნობით აფეთქების მიზეზი არაა ცნობილი, თუმცა ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ აფეთქება ალ-მუთანას აეროპორტთან მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზის მახლობლად, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გამოაცხადა, რომ გაეროს უცხოელ თანამშრომლებს ნაბრძანები აქვთ დატოვონ ერაყი. ანანმა თქვა, რომ გაერო არ აპირებს თავისი პერსონალის მთლიანად გაყვანას ერაყიდან, და რომ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული დაბრუნდებიან თუ არა ერაყში გაეროს უცხოელი თანამშრომლები.
XS
SM
MD
LG