Accessibility links

ერაყში ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა


ერაყში ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა შაბათს განაცხადა,

ერაყში ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა შაბათს განაცხადა,
რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დააჩქარებენ თავად ერაყელებისათვის ხელისუფლების გადაცემის პროცესს. ბრემერის თქმით, პოლიციელებისა და ერაყის უშიშროების ახალ უწყებათა თანამშრომლების მომზადება უფრო ინტენსიურად წარიმართება და მიმართული იქნება ტერორისტული საქმიანობის აღსაკვეთად, რაც სადამ ჰუსეინის მომხრეებმა და უცხოელმა ექსტრემისტებმა გააჩაღეს ერაყში. ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი მომავალი წლის მარტისთვის გაორკეცდება. შაბათის ტრადიციულ რადიომიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ვიდრე ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა არ დამყარდება, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ დატოვებენ ერაყს.
XS
SM
MD
LG