Accessibility links

logo-print

როსტოვის ოლქში, ქალაქ ვოლგოდონსკის პროკურატურამ


როსტოვის ოლქში, ქალაქ ვოლგოდონსკის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

როსტოვის ოლქში, ქალაქ ვოლგოდონსკის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
სამშაბათს, ადგილობრივმა ბიზნესმენმა, თავისი მაღაზიის რეკლამირების მიზნით კონკურსი მოაწყო არყის დალევაში, რომელშიც 5 ადამიანი - 4 მამაკაცი და 1 ქალი მონაწილეობდა. ზუსტად რამდენი ბოთლი არაყი დალიეს კონკურსში მონაწილეებმა არაა ცნობილი, თუმცა პაექრობის ბოლოს მისი 4 მონაწილე საავადმყოფოში მოათავსეს "ალკოჰოლური მოწამვლის" დიაგნოზით, ხოლო გამარჯვებული, რომელიც ყველაზე დიდხანს იდგა ფეხზე, სახლში მისვლის შემდეგ სულ მალე გარდაიცვალა. კონკურსის ორგანიზატორს სამ წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა.
XS
SM
MD
LG