Accessibility links

logo-print

ლიტვაში პარლამენტარები შეუდგნენ მუშაობას ტექსტზე


ლიტვაში პარლამენტარები შეუდგნენ მუშაობას ტექსტზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ლიტვაში პარლამენტარები შეუდგნენ მუშაობას ტექსტზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
ცნობების თანახმად, პარლამენტარები მომავალ კვირაში წარადგენენ დეკლარაციას, რასაც მოჰყვება პრეზიდენტ როლანდას პაკსასის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო ხელმოწერების შეგროვება. ხვალ კი ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საჯარო მოსმენა, რომელზეც პაკსასს მოუწევს პასუხის გაცემა შეკითხვებზე რუს ბიზნესმენ, მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილ იურიუს ბორისოვასსთან ურთიერთობის შესახებ. პაკსასი უარყოფს მაფიასთან კავშირის ბრალდებას. მას პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბრაზაუსკასმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, გადადგეს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG