Accessibility links

ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა


ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს ერაყში ალიანსის როლის გაფართოების საკითხი.

ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს ერაყში ალიანსის როლის გაფართოების საკითხი.
ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. პაუელის განმარტებით, ნატოს შეუძლია პასუხისმგებლობა იკისროს, მაგალითად, ერაყის იმ სექტორში, რომელსაც ამჟამად პოლონეთის სარდლობას დაქვემდებარებული საერთაშორისო დივიზია აკონტროლებს. [პაუელის ხმა] "შესაძლოა, გარკვეულ მომენტში განვიხილოთ ის, რომ ნატომ ჩაიბაროს პასუხისმგებლობა ამჟამად პოლონური დივიზიის მიერ გაკონტროლებულ ზონაში. ნატომ შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიანი ამოცანებიც იკისროს". პაუელმა აღნიშნა ასევე, რომ აშშ ვერ ხედავს ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG