Accessibility links

logo-print

პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" 1999-2003


პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობაში აქტიურად ჩართვას აპირებს

პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობაში აქტიურად ჩართვას აპირებს
იმისთვის, რათა "საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი არჩევნების ობიექტურად ჩატარების საქმეში". როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ახლების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, პარტიას მიაჩნია, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, "რათა ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და მომავალი მთავრობა ხალხის მიერ იყოს არჩეული". გამყრელიძის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელი მუშაობის ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევს და ამიტომ მან მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა იმუშაოს.
XS
SM
MD
LG