Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ბრიუსელში ვერ


ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ბრიუსელში ვერ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას ევროპის პირველი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე.

ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ბრიუსელში ვერ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას ევროპის პირველი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა "მართებული" უწოდა ფორუმის მონაწილეთა გადაწყვეტილებას მოლაპარაკებათა გადადების შესახებ. ხოლო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ლეშჩეკ მილერმა გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმება უახლოეს თვეებში იქნება მიღწეული. გერმანია და საფრანგეთი დაჟინებით მოითხოვენ, რომ გადასინჯულ იქნეს, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოთა წარმომადგენლობის პრინციპი. ნაკლები მოსახლეობის მქონე პოლონეთი და ესპანეთი მხარს უჭერენ ამჟამინდელ კვოტებს, რაც ნიცაში 3 წლის წინათ ხელმოწერილი ხელშეკრულებითაა დადგენილი. ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები ახალი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე მომავალ წელს განახლდება.
XS
SM
MD
LG