Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი


აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები მიესალმნენ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის გადაწყვეტილებას -

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები მიესალმნენ ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის გადაწყვეტილებას -
მთლიანად შეწყვიტოს ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ლიბიამ, საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნების პროცესი დაიწყო. როგორც კადაფიმ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება "არსებით როლს" შეასრულებს მასობრივი განადგურების იარაღისაგან თავისუფალი მსოფლიოს აშენებაში. თავის გადაწყვეტილებას მუამარ კადაფიმ "ბრძნული" და "გაბედული ნაბიჯი" უწოდა. ლიბიის ხელისუფლებამ ხსენებული გადაწყვეტილება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან 9-თვიანი საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.
XS
SM
MD
LG