Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ავღანეთის გარდამავალი მთავრობის


აშშ და ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი დადებითად აფასებენ ქაბულში მიმდინარე სრულიად ავღანეთის საბჭოს, "ლოია ჯირგას" მუშაობას.

აშშ და ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი დადებითად აფასებენ ქაბულში მიმდინარე სრულიად ავღანეთის საბჭოს, "ლოია ჯირგას" მუშაობას.
ასამბლეის დელეგატები ავღანეთის ახალი კონსტიტუციის პროექტს იხილავენ. აშშ-ის ელჩმა ავღანეთში ზალმაი ჰალილზადემ განაცხადა, რომ "ლოია ჯირგა" სულ უფრო მეტად იხრება ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების ვარიანტისკენ, მიუხედავად იმისა, რომ დელეგატთა ერთი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის დაარსების მომხრეა. ჰამიდ კარზაის თქმით, "ლოია ჯირგას" მუშაობა, გეგმის შესაბამისად, წლის ბოლოსათვის დასრულდება.
XS
SM
MD
LG