Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თეთრ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თეთრ სახლში ეთათბირა ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თეთრ სახლში ეთათბირა ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს
პოლ ბრემერს. შეხვედრის დაწყებამდე ბრემერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრძოლა სადამ ჰუსეინის მომხრეთა წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს - ბევრი მათგანი დაპატიმრებულია. დღესვე, ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერაყელი თარჯიმანი. ბომბი ჩადებული იყო საავტომობილო გზაზე, რომლითაც სამხედრო ავტოკოლონა მოძრაობდა. წუხელ ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს ყოფილი ერაყელი გენერალი, რომელიც ეჭვმიტანილია კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმების ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG