Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში


რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა, სადაც მას აეროპორტში პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დახვდა.

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა, სადაც მას აეროპორტში პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დახვდა.
ვლადიმირ პუტინმა და ნურსულთან ნაზარბაევმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება შეხვედრის შედეგებზე. ერთი ასეთი შედეგია შეთანხმება, 2050 წლამდე გაგრძელდეს რუსეთის მიერ ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომით სარგებლობა. ბაიკონურით სარგებლობისათვის, რაც რაკეტების კოსმოსში გაშვებასაც ითვალისწინებს, რუსეთი წელიწადში 115 მილიონ დოლარს იხდის. მხარეებმა ხელი მოაწერეს სხვა დოკუმენტებსაც, მათ შორის შეთანხმებას, რუსეთ-ყაზახეთის 7000-კილომეტრიან საზღვარზე მესაზღვრეთა მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პუტინის თქმით: [პუტინის ხმა] "მე და პრეზიდენტმა ნაზარბაევმა განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკვანძო საკითხები: ვისაუბრეთ სამხედრო სფეროში, პოლიტიკურ საკითხებში, საერთაშორისო სარბიელზე თანამშრომლობაზე. ვისაუბრეთ ევრაზიის ეკონომიკურ სივრცეზე, შანხაის ჯგუფში ურთიერთობაზე, საერთო ეკონომიკური ზონის შექმნაზე..." დღესვე ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ნავთობკომპანია "ლუკოილმა" და ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ "კაზმუნაიგაზმა" კასპიის ზღვის ყაზახურ სექტორში ორი საბადოს ათვისების თაობაზე.
XS
SM
MD
LG