Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 იანვარს, საღამოს ბათუმში მოკლეს


19 იანვარს, საღამოს ბათუმში მოკლეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ვითარებათა დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ინაიშვილი.

19 იანვარს, საღამოს ბათუმში მოკლეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ვითარებათა დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ინაიშვილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ აცნობა. გოგიტიძის თანახმად, ქუჩაში ფეხით მიმავალ ინაიშვილს თავში ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე ცნობები არ ვრცელდება. ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროს თანახმად, ეს არ იყო თემურ ინაიშვილზე თავდასხმის პირველი შემთხვევა: რამდენიმე წლის წინ მის სახლზე თავდასხმისას ინაიშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაიღუპა. თემურ ინაიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, თავის დროზე იყო აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც.
XS
SM
MD
LG