Accessibility links

logo-print

ერაყში მუსულმანების შიიტური უმრავლესობის ლიდერი


ერაყში მუსულმანების შიიტური უმრავლესობის ლიდერი, აიათოლა ალი ალ-სისტანი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები,

ერაყში მუსულმანების შიიტური უმრავლესობის ლიდერი, აიათოლა ალი ალ-სისტანი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები,
ვიდრე ძალაუფლებას ერაყში 30 ივნისამდე დროებითი მთავრობა ჩაიბარებდეს. ძალაუფლების 30 ივნისამდე ჩაბარებას ითვალისწინებს ამერიკული გეგმა, ისევე როგორც მანამდე ერაყში არა პირდაპირი არჩევნების ჩატარებას, არამედ არჩევნებს ერაყელების რეგიონული წარმომადგენლების მეშვეობით. ამასობაში, ერაყში გრძელდება ძალადობის აქტები. თავდასხმამ ფალუჯაში, რომელიც ბაღდადის დასავლეთით მდებარეობს, ორი ერაყელი პოლიციელისა და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. გუშინ 4 ერაყელი ქალი დაიღუპა, როცა მათ ავტომანქანას, რომლითაც ისინი სამუშაოზე, ჰაბანიაჰის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიემგზავრებოდნენ, თავს დაესხნენ. დაიჭრა მათი 5 კოლეგა და მძღოლი. იუწყებიან ასევე, რომ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბაკუბაში. მათ ჭურვი ან რაკეტა ესროლეს. მძიმედ დაიჭრა ერთი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG