Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე პარასკევს მოსკოვიდან ბათუმში დაბრუნდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე პარასკევს მოსკოვიდან ბათუმში დაბრუნდა.
მისი თქმით, გადაწყდა, რომ მოსკოვი აჭარას ელექტროენერგიას მიაწვდის. მოსკოვში აბაშიძე სტრასბურგიდან ჩავიდა, სადაც ევროსაბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები. ასლან აბაშიძე საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს 25 იანვარს ბათუმში უმასპინძლებს, სადაც ინაუგურაციასთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართება. "პრაიმ-ნიუსი" ასლან აბაშიძის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება ჩავა, თუ - არა ასლან აბაშიძე 25 იანვარს თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ის უკვე მიიწვია. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას მობეზრდა საუბარი იმის შესახებ, რომ ცენტრი ვერ აკონტროლებს აჭარას და ამიტომაც 25 იანვარს აჭარაში ჩასვლისა და იქ სამხედრო აღლუმის მიღების უმთავრესი მიზანიც ის არის, რომ მსოფლიო საპირისპიროში დარწმუნდეს.
XS
SM
MD
LG