Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში განხორციელებულმა თავდასხმებმა ერთი ერაყელის


ერაყში განხორციელებულმა თავდასხმებმა ერთი ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 12 ადამიანი.

ერაყში განხორციელებულმა თავდასხმებმა ერთი ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 12 ადამიანი.
ერაყელი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქის მახლობლად, სადაც პარტიზანებმა ჭურვი ესროლეს ერაყის სამოქალაქო ჯარის შენაერთს. ბაკუბაში სამოქალაქო ჯარის 10-მდე ერაყელი წევრი დაჭრა ბომბით განხორციელებულმა იერიშმა. როგორც ხუთშაბათსვე ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა აღნიშნა, ალ-ყაიდის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ჰასან ღულის შეპყრობა მისი ერაყში შესვლის მცდელობისას იმაზე მიუთითებს, რომ ოსამა ბინ ლადენის ორგანიზაცია ერაყში პოზიციების განმტკიცებას ლამობს. იუწყებიან ასევე, რომ ერაყში ამერიკული ჯარების მთავარსარდლის, გენერალ ჯონ აბიზაიდის ვარაუდით, მაშინ როცა შეერთებული შტატები მიმართავს ზომებს ერაყის სუვერენობის აღსადგენად, მოსალოდნელია იერიშების კიდევ უფრო გახშირება.
XS
SM
MD
LG