Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის,

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის,
კორუფციაში ეჭვმიტანილი ლევან მამალაძის საქართველოსთვის გადაცემას. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ბარამიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მოსკოვი დიდად დაინტერესებული არ უნდა იყოს, ინახავდეს კორუფციაში ეჭვმიტანილ ყოფილი ჩინოვნიკს - განსხვავებით საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძისგან, რომელიც, ბარამიძის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების რეზიდენტია. მინისტრმა დასძინა, რომ თბილისიდან შესაბამისი განაცხადის გაგზავნის შემთხვევაში იგი რუსეთისგან ადეკვატურ რეაქციას, ანუ მამალაძის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადიციას მოელის. ძებნილი ლევან მამალაძე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რუსეთში იმყოფება, ეჭვმიტანილია დიდი ოდენობით ფულის მითვისებაში.
XS
SM
MD
LG