Accessibility links

logo-print

ისრაელის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი


ისრაელის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დაჰკითხა მის სახელთან დაკავშირებული კორუფციის სკანდალის გამო.

ისრაელის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დაჰკითხა მის სახელთან დაკავშირებული კორუფციის სკანდალის გამო.
შარონი აქამდეც არაერთხელ დაჰკითხეს და პოლიციის პრეს-მდივნის თქმით, მეტი შეხვედრა არ არის დაგეგმილი. შარონის ნაცნობს, ბიზნესმენ დავიდ აპელს გასულ თვეში წაუყენეს ბრალდება, რომ შეეცადა შარონის მოქრთამვას 90-იან წლებში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებით. არის ეჭვი, რომ შარონის ვაჟიშვილმა, გილადმა ფული აიღო, რათა მამა დაეყოლიებინა აპელის საქმიანობის ხელშეწყობაზე. შარონი ბრალდებას უარყოფს და აპელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გარიგებაში არ მონაწილეობდა. მომავალ კვირაში გადაწყდება, წაუყენებენ თუ არა ბრალდებას შარონს.
XS
SM
MD
LG