Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული პარტიის პირველად არჩევნებში აშშ-ის


დემოკრატიული პარტიის პირველად არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე სენატორმა ჯონ კერიმ

დემოკრატიული პარტიის პირველად არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე სენატორმა ჯონ კერიმ
კიდევ ორ შტატში - ქვეყნის სამხრეთში მდებარე ტენესისა და ვირჯინიაში - გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ კერიმ განაცხადა: [ჯონ კერის ხმა] "კიდევ ერთხელ გაისმის მკაფიო მოწოდება: ამერიკელებს ცვლილებები სურთ - ეს უნდა აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც, ჩრდილოეთსაც და აი, ახლა, სამხრეთსაც. და მე მათი მადლობელი ვარ ამისთვის." კიდევ ერთმა პრეტენდენტმა, გენერალმა უესლი კლარკმა უარი თქვა საარჩევნო კამპანიაში შემდგომ მონაწილეობაზე. მისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მეტ ბენეტმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: [მეტ ბენეტის ხმა] "ეს ძალიან მოკლე ცნობაა: გენერალი კლარკი წყვეტს თავის წინასაარჩევნო კამპანიას. მოეთათბირა რა ოჯახის წევრებს, მან ეს რთული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა პირველადი არჩევნების შედეგები ტენესიში. გადაწყვეტილება საბოლოოა: კლარკი წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას."
XS
SM
MD
LG