Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინასაარჩევნო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
ლაპარაკია რუსეთში 14 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრეზიდენტმა პუტინმა ტელევიზიაში განაცხადა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის წლებში რეფორმებს დააჩქარებს და გააუმჯობესებს მილიონობით რუსი მოქალაქის ცხოვრების დონეს. [პუტინის ხმა]
"ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო? რასაკვირველია არა. შეგვიძლია, კმაყოფილი ვიყოთ მუშაობის შედეგით? არა, არ შეგვიძლია. რასაც გავაკეთებთ, ყველაფრის მთავარი მიზანია ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მაგრამ ძირეული ცვლილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვენი ეკონომიკა იმდენად გაძლიერდება, რომ დიდად აღარ იქნება დამოკიდებული გარეშე ეკონომიკურ ფაქტორებზე, ან საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე". ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთში პრეზიდენტობის დანარჩენმა კანდიდატებმა უარი თქვეს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ დებატებში პუტინი არ აპირებს ჩართვას. უფრო ადრე პუტინის ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო დებატებში.
XS
SM
MD
LG