Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოტჩი"

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოტჩი"
შეერთებული შტატებისგან მოითხოვს იმის აღიარებას, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მის უმთავრეს პარტნიორ ქვეყანაში - უზბეკეთში სისტემატურად ირღვევა მუსულმანთა უფლებები. "ჰიუმან რაიტს უოტჩი" აცხადებს, რომ უზბეკეთში ათასობით რელიგიური დისიდენტი ექსტრემიზმის ბრალდებით ციხეებში იმყოფება. ჰიუმან რაითს უოტჩის განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უზბეკეთში აკრძალული რელიგიური ლიტერატურის შენახვისთვის ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომლის ვაჟიც ციხეში წამებით მოკლეს. მსჯავრდებულ ქალბატონს - ფატიმა მუკადიროვას სჯერა, რომ მისი პატიმრობა მის მიერ შვილის დაღუპვის გამო კომპენსაციის მოთხოვნამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG