Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა


მოსკოვში, უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 4, ხოლო 60-დე ადამიანი დაიჭრა,

მოსკოვში, უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 4, ხოლო 60-დე ადამიანი დაიჭრა,
როცა იასენევოს რაიონში მდებარე საცურაო აუზში, რომელიც მინითაა გადახურული, შაბათს სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ამოყვანა შესძლეს. კატასტროფის მომენტში საცურაო კომპლექსში 600-დე ადამიანი იმყოფებოდა. საგანგებო ვითარებათა მოსკოვის სამმართველომ განაცხადა, რომ მომხდარი არ წარმოადგენს ტერორისტულ აქტს. წინასწარი ვერსიით, მინის სახურავი მასზე დაგროვილმა თოვლმა ჩამოანგრია.
XS
SM
MD
LG