Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დღეს ერაყში წარგზავნილს, ლაჰდარ ბრაჰიმის შეხვდა.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დღეს ერაყში წარგზავნილს, ლაჰდარ ბრაჰიმის შეხვდა.
გაიმართა მოლაპარაკება იმაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა ერაყში არჩევნების ჩატარება მანამდე, სანამ შეერთებული შტატების საოკუპაციო ჯარები ქვეყნის მართვას ერაყელებს გადააბარებენ. შეერთებულ შტატებს სურს, რომ ძალაუფლების გადაცემა 30 ივნისამდე მოხდეს. მაგრამ ჯერაც სადაოა ფორმულა, რომლითაც უნდა განხორციელდეს ახალი მთავრობის შექმნა. ერაყის შიიტური უმრავლესობა მოითხოვს პირდაპირ არჩევნებს. შეერთებული შტატები კი აცხადებს, რომ 30 ივნისამდე შეუძლებელია ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მოწყობა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კოფი ანანმა განაცხადა, რომ 30 ივნისამდე არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდება, მაგრამ ერაყის ახალი მთავრობისთვის ძალაუფლების გადაცემა სწორედ ამ დღეს უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG