Accessibility links

სააგენტო "პრაიმ ნიუსს" გენერალურ პროკურატურაში


სააგენტო "პრაიმ ნიუსს" გენერალურ პროკურატურაში აცნობეს,

სააგენტო "პრაიმ ნიუსს" გენერალურ პროკურატურაში აცნობეს,
რომ ორი დღის წინ შვეიცარიის ქალაქ ბერნში დააკავეს სააქციო საზოგადოება "მადნეულის" ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ ლობჟანიძე. ის ამჟამად სასამართლოს მიერ გაუსვლელობის ხელწერილითაა გაშვებული იმის გათვალისწინებით, რომ მან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს შვეიცარიაში. მიმდინარეობს საქართველოს სამართალდამცავთა მიერ შვეიცარიაში გაგზავნილი საექსტრადიციო მასალების გაცნობა. დღეს საღამოს საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას ზურაბ ლობჟანიძემ უარყო დაკავების ფაქტი და ამის თაობაზე გავრცელებულ ცნობას სიცრუე უწოდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი დღევანდელ ბრიფინგზე დაადასტურა ლობჟანიძის დაკავება.
XS
SM
MD
LG