Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 თებერვალს, თბილისის დროით 18


26 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე ამოიწურა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა.

26 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე ამოიწურა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა.
ლაპარაკია პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო სიებზე პროპორციული სისტემით ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, რაც 28 მარტს გაიმართება. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 5-მა საარჩევნო ბლოკმა წარადგინა. მათ შორის არიან პარტიები "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "სოციალისტური პარტია", "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი", აგრეთვე ბლოკები "ედპ - ტრადიციონალისტები" და "მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები". ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ სარჩევნო სიაში დარღვევების არსებობის შემთხვევაში, კომისია პარტიას თუ ბლოკს გამოსასწორებლად მისცემს ვადას 2-დან 8 მარტამდე. საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადაა 8 მარტი.
XS
SM
MD
LG