Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მმართველი საბჭოს წევრები დღეს


ერაყის მმართველი საბჭოს წევრები დღეს ქვეყნის დროებითი კონსტიტუციის განხილვას განაგრძობენ.

ერაყის მმართველი საბჭოს წევრები დღეს ქვეყნის დროებითი კონსტიტუციის განხილვას განაგრძობენ.
გუშინ საბჭო ვერ ჩაეტია დოკუმენტის მისაღებად დადგენილ ვადებში. საბჭოს წევრებმა ვერ გადალახეს რამდენიმე საკითხში არსებული უთანხმოებები. ეს საკითხებია: ისლამის როლი ქვეყნის კანონმდებლობაში და ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ქურთების ავტონომიური ტერიტორიის საზღვრები. დღეს ბაღდადში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ესტონელი ჯარისკაცი დაიღუპა. კოალიციის სამხედრო ძალების შემადგენლობაში 45 ესტონელი მსახურობს.
XS
SM
MD
LG