Accessibility links

logo-print

მთელს ესპანეთში ასეულ ათასობით ადამიანი


მთელს ესპანეთში ასეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობს ტერორიზმის წინააღმდეგ მანიფესტაციებში გუშინ მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით.

მთელს ესპანეთში ასეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობს ტერორიზმის წინააღმდეგ მანიფესტაციებში გუშინ მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით.
ხუთშაბათს მატარებლებში მომხდარი აფეთქებების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა. ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. დღეს ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში ხალხმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი დაღუპულებს. მადრიდში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა მანიფესტაციებში. ესპანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქებები ბასკი სეპარატისტების დაჯგუფება ეტას მოწყობილია. ეტამ ადგილობრივი პრესით განაცხადა, რომ არ ტერაქტებთან კავშირი არა აქვს. ესპანეთის პრემიერ-მინტრმა ხოსე მარია ასნარმა დღეს საზეიმოდ დადო პირობა, რომ პასუხს აგებინებს გუშინ მომხდარი აფეთქებების მომწყობთ.
XS
SM
MD
LG