Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ქაბულიდან იტყობინება


ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ქაბულიდან იტყობინება, რომ დღეს ავღანეთის დასავლეთის პროვინცია - ჰერათში მოკლეს ქვეყნის

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ქაბულიდან იტყობინება, რომ დღეს ავღანეთის დასავლეთის პროვინცია - ჰერათში მოკლეს ქვეყნის
ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრი მირვაის სადეყი. ავღანეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სადეყს მაშინ ესროლეს, როცა მანქანით ქალაქ ჰერათში მგზავრობდა. მირვაის სადეყი ჰერათის პროვინციის გუბერნატორის ისმაილ ხანის შვილია. სადეყი მესამე მინისტრია, რომელიც ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ მოკლეს. ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება აგრეთვე, რომ მკვლელობას ჰერათის პროვინციაში შეიარაღებუილ დაპირისპირების გაღვივება მოჰყვა. მკვლელობის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.
XS
SM
MD
LG