Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო თანამეგობრობა არაერთგვაროვნად გამოეხმაურა "ჰამასის"


მსოფლიო თანამეგობრობა არაერთგვაროვნად გამოეხმაურა "ჰამასის" სულიერი ლიდერის, აჰმედ იასინის მკვლელობას.

მსოფლიო თანამეგობრობა არაერთგვაროვნად გამოეხმაურა "ჰამასის" სულიერი ლიდერის, აჰმედ იასინის მკვლელობას.
თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავშეკავებისკენ მოუწოდებს ისრაელისა და პალესტინელთა მხარეებს. სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა და რომ შეიჰი იასინი, როგორც ვვარაუდობთ, პირადად მონაწილეობდა ტერაქტების დაგეგმვაში. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატები წინასწარ არ ყოფილა გაფრთხილებული იასინის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების შესახებ." დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ დაგმო ისრაელის არმიის აქცია და მას "მიუღებელი" უწოდა. [ჯეკ სტროს ხმა] "ჩვენ ყველას გვესმის, რომ ისრაელი ტერორიზმისგან თავს უნდა იცავდეს - საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მაგრამ ამგვარი ლიკვიდაციები უკანონოა და ჩვენ მათ ვგმობთ. ისინი სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს." იასინის მკვლელობა დაგმო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმაც: [დომინიკ დე ვილპენის ხმა] "საფრანგეთი ჰგმობს ამ აქციას შეიჰ იასინის წინააღმდეგ. იმ დროს, როცა ესოდენ მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლება, მსგავსმა ქმედებებმა მხოლოდ ძალადობის ახალი ციკლის დაწყება შეიძლება მოგვიტანოს."
XS
SM
MD
LG