Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ


ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელს "ჰამასის" ლიდერები კვლავ მიზანში

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელს "ჰამასის" ლიდერები კვლავ მიზანში
ეყოლება ამოღებული. ისრაელის სამხედრო შვეულმფრენებმა სარაკეტო ცეცხლით გუშინ მოკლეს შეარაღებულ პალესტინელთა გაერთიანება "ჰამასის" სულიერი ლიდერი შეიხი აჰმედ იასინი. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა დღეს თქვა, რომ გამიზნული თავდახსმები მეტ უსაფრთხოებას მოუტანს ისრაელს. მოფაზმა და მისმა თანამშრმლებმა გუშინ იმსჯელეს მომავლის გეგმებზე. ისრაელის არმიის შტაბის უფროსმა მოშე იაალონმა დღეს ამგვარ ხოცვას ტერორისტული ჯგუფებისთვის თავის "მოკვევა" და ტერორიზმის წინააღმდეგ ომში სტრატეგია უწოდა.[იაალონის ხმა] "ჩვენი თვალსაზრისით, ტერორისტული ინფრასტრუქტურისთვის თავის მოკვევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია". "ჰამასი" და პალესტინელთა სხვა ორგაგიზაციები იასინის მოკვლის გამო შურისძიებით იმუქრებიან. ღაზაში იასინის დაკრძალვას 200 ათასი ადამიანი დაესწრო. ისრაელის არმიაში განგაშია გამოცხადებელი, მან მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი მთლიანად გადაკეტა.
XS
SM
MD
LG