Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები, დანიშნული ივნისისთვის, სექტემბრისთვის გადაიდო.

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები, დანიშნული ივნისისთვის, სექტემბრისთვის გადაიდო.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც გაერომ თქვა, რომ შეუძლებელია არჩევნების ჩატარება ივნისში, როგორც ამას საერთაშორისო შეთანხმება ითავალისწინებს. ხოლო როგორც კარზაიმ ჟურნალისტებს უთხრა, კენჭისყრის გადადება შესაძლებელს გახდის, რომ ერთდროულად ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება პირველი საყოველთაო არჩევნები ავღანეთში, 2001 წლის ბოლოს თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. კენჭისყრის გადადებას მიესალმა ავღანეთში გაეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელი ჟან არნო. მისი თქმით, დრო საჭიროა ქვეყანაში უშიშროების გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG