Accessibility links

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ევროპის ხუთ


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ევროპის ხუთ სახელმწიფოში 41 ადამიანი იქნა დაკავებული თურქული ულტრამემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაციის

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ევროპის ხუთ სახელმწიფოში 41 ადამიანი იქნა დაკავებული თურქული ულტრამემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაციის
"სახალხო გათავისუფლების რევოლუციური პარტიის" წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში. თურქეთის საინფორმაციო სააგენტო "ანატოლიას" თანახმად, ოპერაციები ჩაატარეს პოლიციელებმა თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდში. ხოლო "ასოშიეიტიდ პრესი" იუწყება, რომ თურქი ოფიციალური პირის განცხადებით, სტამბოლში დააკავეს ულტრამემარცხენე პარტიის წევრობაში ეჭვმიტანილი 25 ადამიანი. ამ ორგანიზაციამ 2001 წლის შემდეგ თურქეთში რამდენიმე აფეთქება მოაწყო. ის აკრძალულად გამოაცხადეს ევროკავშირმა და აშშ-მა.
XS
SM
MD
LG