Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირის ინდურ ნაწილში მუსულმანმა სეპარატისტებმა


ქაშმირის ინდურ ნაწილში მუსულმანმა სეპარატისტებმა ახალი ტერაქტი მოაწყვეს.

ქაშმირის ინდურ ნაწილში მუსულმანმა სეპარატისტებმა ახალი ტერაქტი მოაწყვეს.
შტატის საზაფხულო დედაქალაქის, სრინაგარის, ერთ-ერთ ხალხმრავალ გზაჯვარედინზე ხალხში ხელყუმბარა ჩააგდეს. სულ ცოტა 60 ადამიანი დაიჭრა. მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. წელს ქაშმირში გრძელდებოდა სეპარატისტთა მხრიდან ძალადობა მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ქაშმირის პროვინცია ორჯერ იყო ორ მეზობელს შორის ომის საგანი.
XS
SM
MD
LG