Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის გეგმას,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის გეგმას,
რომელიც ღაზის სექტორიდან ებრაელთა დასახლებების სრულ, ხოლო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მათს ნაწილობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. ვაშინგტონში, შარონთან შეხვედრის შემდეგ, ჯორჯ ბუშმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ისრაელს განზრახული აქვს, გააუქმოს ღაზის სექტორში არსებული სამხედრო ობიექტების ნაწილი და ყველა დასახლება, აგრეთვე, იორდანეს ნაპირზე არსებული ობიექტებისა და დასახლებების ნაწილი. ეს ისტორიული და თამამი გადაწყვეტილებაა. თუ ამ მომენტს გამოვიყენებთ, გაჩნდება შანსი, წინ წავიწიოთ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარების გზაზე." მანამდე პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა აშშ გააფრთხილა, რომ იგი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ყველა იმედს მოსპობს, თუ მხარს დაუჭერს ისრაელის გეგმას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებები შეინარჩუნოს.
XS
SM
MD
LG