Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაყინა გიგანტურ


მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაყინა გიგანტურ ნავთოკომპანია "იუკოსის" საბანკო ანგარიშები.

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაყინა გიგანტურ ნავთოკომპანია "იუკოსის" საბანკო ანგარიშები.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა საგადასახადო უწყების მიერ "იუკოსის" დადანაშაულეობას გადასახადების სახით 3,5 მილიარდი დოლარის გადაუხდელობაში. "იუკოსის" განცხადებით, ეს გადაწყვეტილება (რომელიც არ ეხება კომპანიის მიერ ნავთობის გაყიდვას) არ მოახდენს გავლენას მის საქმიანობაზე. გარდა ამისა "იუკოსმა" საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი, მიხაილ ხოდორკოვსკი ოქტომბრიდან დაკავებულია რამდენიმე ბრალდების საფუძველზე - მათ შორის არის გადასახადების გადაუხდელობა. მაგრამ ბევრის შეფასებით, ხოდორკოვსკის დაკავებას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.
XS
SM
MD
LG