Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს შურისძიებით ემუქრება პალესტინელთა გაერთიანება


ისრაელს შურისძიებით ემუქრება პალესტინელთა გაერთიანება "ჰამასი", რომლის ლიდერი აბდელ აზიზ რანტისი ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში გუშინ მოკლეს.

ისრაელს შურისძიებით ემუქრება პალესტინელთა გაერთიანება "ჰამასი", რომლის ლიდერი აბდელ აზიზ რანტისი ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში გუშინ მოკლეს.
ჰამასმა გამოაცხადა, რომ დასახელებულია უკვე ახალი მეთაური, მაგრამ მის ვინაობას არ ამხელენ. დღეს დაახლოებით 200 ათასმა პალესტინელთა გააცილა რანტისი ბოლო გზაზე. ისრაელის პრემიერმა შარონმა გამოაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები კვლავ სამიზნედ ეყოლებათ. რანტისიზე თავდასხმას მსოფლიოში კრიტიკით შეხვდნენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ისრაელს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის პრაქტიკა. ევროპის კავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ გაუსამართლებლად მკვლელობა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმეგება. აშშ-მა გამოაცხად, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არაფერ იცოდა ისრაელის გეგმის შესახებ, მოეკლათ რანტისი.
XS
SM
MD
LG