Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მაისს ევროკავშირში, რომელიც 15


1 მაისს ევროკავშირში, რომელიც 15 ქვეყანას აერთიანებს, კიდევ 10 ქვეყანა გაწევრიანდება. ეს ქვეყნებია

1 მაისს ევროკავშირში, რომელიც 15 ქვეყანას აერთიანებს, კიდევ 10 ქვეყანა გაწევრიანდება. ეს ქვეყნებია
ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, მალტა და კვიპროსი. ევროპის ქვეყნების ლიდერები დიდ მნიგვნელობას ანიჭებენ ამ მოვლენას. მათ შორის არის ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი, რომლის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება წერტილს უსვამს ევროპის კონტინენტის გაყოფას: [პროდის ხმა] "5 ათწლეულში მას შემდეგ, რაც დიდი პროექტი - ევროპის ინტეგრაცია - წამოვიწყეთ, ბოლო მოეღო ცივი ომის განხეთქილებას. ერთხელ და სამუდამოდ! ჩვენ გაერთიანებულ ევროპაში ვცხოვრობთ". ევროკავშირში შუაღამისას ფოიერვერკებით და ვარსკვლავებით მორთული დროშების აღმართვით აღნიშნავენ ამ კავშირის გაფართოებას. რომანო პროდიმ დღეს ბრიუსელში აღნიშნა აგრეთვე, რომ ევროკავშირის "ძველი" წევრი ქვეყნები, როგორც ჩანს, სამუშაო ადგილებზე კონკურენციის წინაშე აღმოჩნდებიან კავშირის გაფართოების შემდეგ. პროდის თქმით, ცენტრალური ევროპის ქვეყნები, მათი მაღალი დონის განათლების მქონე მოსახლეობა, გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს ევროკავშირში დასაქმების კუთხით.
XS
SM
MD
LG